შ.პ. ს „მაქს-მოტორსი“ დაარსდა 2012 წლის 10 იანვარს. მისი დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ მალხაზ ფროდიაშვილი . კომპანიის საქმიანობას შეადგენს საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების, ფილტრების , ანტიფრიზების, სამუხრუჭე ხუნდების , საბურავებისა და აკუმულატორების რეალიზაცია. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს და ავტომობილის რემონტზე მომსახურეობას. ჩვენი კომპანიის ძირითად ფასეულობას შეადგენს :
⚫მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაცია.
⚫პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა
⚫პატიოსნება და საქმისადმი ერთგულება
⚫გუნდური მუშაობა
⚫ცოდნის მუდმივი გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების ძიება.
⚫ინოვაციურობა და მუდმივი სწრაფვა სრულყოფისაკენ.
კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და გაფართოებაზე, იზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას და მუდმივად ნერგავს მას საკუთარ საქმიანობაში